ირმა ინაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული რევოლუციების არავის არ ეშინია. ცნობილია, რომ ის არის ავადმყოფური იდეებით შეპყრობილი ადამიანი, ცურავს და ტივტივებს თავის ფანტაზიებში:
„დადასტურდება, თუ არ დადასტურდება ავთენტურობა, ეს მეორე საკითხია. ჩემთვის ის ავთენტურია, რადგან ჩვენ კარგად ვიცით მათი ზრახვების შესახებ. ის, რაც მოვისმინეთ, ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და რევოლუციის მოწყობა. როგორ უნდა მოიქცეს ქართველი საზოგადოება, პირდაპირ უნდა მოვითხოვოთ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეთიშოს არჩევნებს. სამართლებრივად უნდა მოხდეს ამის არგუმენტირება და საერთოდაც, უნდა მოვითხოვოთ, ამ ქვეყანაში აიკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა „ნაციონალური მოძრაობას”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.