მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ანეკდოტების მოყოლაზე არიან გადასულები, – ასე შეაფასა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გიგა ბოკერიას დღევანდელი განცხადება.
„როცა სააკაშვილს ჯარი, პოლიცია, კუდი, სოდი, ყველაფერი ყავდა, მაშინ დაამარცხა ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციიდან და ახლა ესე იგი, თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ უგებს და უნდა წავიდეს. კარგით რა ხალხო, კი, იუმორი ყველგან საჭიროა, მაგრამ პოლიტიკა ცოტა სერიოზული დარგია და ცოტა სერიოზულად ვიმოქმედოთ ყველამ”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
კომენტარები