თუ ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდა, საქმეში ფარული ჩანაწერის მტკიცებულების სახით დართვა შესაძლებელია, – განაცხადა იურისტმა, სოფო ხორგუანმა გადაცემა 2030-ში.
“ეს არის მასალა, რომელიც გავრცელდა, მაგრამ მხოლოდ ეს მტკიცებულება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ პროკურატურამ კონკრეტულ პირებს ბრალი წაუყენოს, ან სასამართლომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. ამ ქვეყანაში სტანდარტი შეიცვალა და ბრალის წასაყენებლად აღიარებითი ჩვენება, ან ერთი ტიპის მტკიცებულება საკმარისი არ არის. სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ჩანაწერის შინაარსი საკმარისია იმისთვის, რომ კონკრეტულ პირებს ბრალი წაუყენონ”, – განაცხადა ხორგუანმა.
კომენტარები