გუშინდელ აქციაზე დაშავებულის, TV პირველის ოპერატორის მხედველობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ კლინიკაში სულ 15 დაშავებული შეიყვანეს, აქედან – 12 სამართალდამცველი და 3 სამოქალაქო პირი.
მედიის კიდევ ორი დაშავებული წარმომადგენლები არიან ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლები. ექიმის ცნობით, ჟურნალისტი და ოპერატორი უკვე გაწერეს. ერთ-ერთ მათგანს თვალის არე მსუბუქად ჰქონდა დაზიანებული.
ამასთან, თორმეტივე სამართალდამცველს სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებოდა. მათ გაეწიათ სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც კლინიკიდან გუშინვე გაწერეს.
კომენტარები

