საინტერესო და მნიშვნელოვანი სხდომა გაიმართა საარჩევნო ადმინისიტრაციაში. ცესკომ მოუსმინა ყველა სუბიექტს და ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას საჩივრებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ განაცხადა.
„სხდომაზე ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, არამედ მუქარის შემცველ განცხადებებსაც. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ცესკო ახორციელებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებას და სხდომაზე დაინიშნა მეორე ტურები და ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში – ამა წლის 21 ნოემბერს“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
ცესკოს ინფორმაციით, 100% დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
რაც შეეხება მაჟორიტარების არჩევნებს, მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. მეორე ტურში გაირკვევა ქუთაისის მერის ვინაობაც.