“ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას, ოფისის დაწვა სცადეს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ჩამსხვრეულია ოფისის ფანჯარა და დამწვარია ავეჯი. დამნაშავეებიის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
“დილის 6-ის წუთებზე შევიტყვეთ, რომ ოფისში ხანძარია. დაგვხვდა ჩამსხვრეული შუშები და შენობაში შეგდებული ბენზინის 2 ბოთლი. იმედი მაქვს, გამოიძიებენ ამ საზიზღრობას”, – ამბობს შტაბის ხელმძღვანელი.
ადგილზე ამ დროისთვის ვიდეოკამერების ჩანაწერებს ათვალიერებენ.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს
კომენტარები