ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის IV მიკრორაიონში, N154 საჯარო სკოლის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, სკოლის შენობასთან მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის საფარი იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 320 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 60 000 ლარია.
აგრეთვე, შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაცია სრულდება ზღვისუბნის III მ.რ. I კვ. N7 კორპუსთან, სადაც სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ასფალტის საფარი 660 კვ.მ ფართობზე დაიგო. პროექტის ღირებულება 30 000 ლარია. ორივე მისამართზე საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.
კომენტარები