ეს ისტორია თავის დროზე უცხოური მედიის ტოპ-თემად იქცა. პენსილვანიის შტატში, პოლიციელებმა სამი მამაკაცი დააკავეს. 31 წლის მეთიუ ბრუბეკერს, 41 წლის ტერი ვოლანსსა და 34-ის მარკ მესნიკოფს ასობით ცხოველის გაუპატიურებაში დაედოთ ბრალი. სასჯელი 20-დან 40 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ისინი ცხენების, თხების, ძროხების, ძაღლისა და სხვა ცხოველებზე სექსუალური ძალადობისთვის არიან დაკავებულნი. დამნაშავეთა ტრიოს დაახლოებით 730-მდე სექსუალური აქტი ჰქონდათ ცხოველებთან.
დაკავებულებმა აპელაცია შეიტანეს და მოითხოვეს სასჯელის შემსუბუქება, ვინაიდან მათი აზრით, ცხოველებთან სექსისთვის 40 წლამდე პატიმრობა ზედმეტად ბევრია.
აღნიშნულ საქმეში არასრულწლოვანიც ფიგურირებს – თინეიჯერი ბიჭი, რომელიც ფერმის ტერიტორიაზე დამნაშავეებთან ერთად ცხოვრობდა. გამოძიების თანახმად, ზოოფილიფერმერები სექსუალური აქტის დამყარებისას ბიჭს აიძულებდნენ ცხოველები მოძრაობისას შეეკავებინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ცხოველებზე სისასტიკი მოპყრობის პრევენციის საზოგადოება“ უკვე იმყოფებოდა ადგილზე და დაზარალებული ცხოველების მკურნალობის პროცესიც დაწყებულია.
მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, მიჩნეულია, რომ ამ სასტიკი ფერმის ორგიების საერთო რაოდენობა 1000-ზე მეტ სექსუალურ აქტს ითვლის.
წყარო: პრაიმტაიმი