“პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა დვალიშვილი ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.
მიზეზი რადიო “ჰერეთში” მომხდარი ინციდენტია. როგორც რადიო “ჰერეთის” ჟურნალისტი გიორგი ალადაშვილი ამბობს, პოლიტიკური თოქ-შოუს მიმდინარეობისას, სადაც დებატებში ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა სტუდიაში შესვლა მოახერხა და ლაშა დვალიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
კომენტარები