მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახი კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსახიობის კლინიკიდან გამოწერა ჯერ არ იგეგმება, თუმცა მისი მდგომარეობა უკეთესია.
“გაუმჯობესება არის. უკეთესი მდგომარეობაა. პირადად მე მასთან კომუნიკაცია არ მაქვს, რადგან ის რეანიმაციაშია და მე იზოლაციაში ვარ, მაგრამ კომუნიკაცია გვაქვს ლევან რატიანთან. გამოწერა ჯერ არ იგეგმება, არც არის საჭირო ასეთი სიჩქარე, მთავარია უკეთესი მდგომარეობაა, დადებითია ყველაფერი და სჯობს ნელ-ნელა, აუჩქარებლად მივიდეს საქმე გამარჯვებამდე“, – განაცხადა იმერი კავსაძემ.
კომენტარები