საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ოფიციალურად ავრცელებს:
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესდებიან ჟურნალისტები და არა მხოლოდ.
მოგახსენებთ, რომ პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები“, – აცხადებს ჯაღმაიძე.
კომენტარები