მაქსიმალურად ვეცადოთ, ინტენსიურად ვატაროთ პირბადე. ტენდენცია კარგი გვაქვს, გაიზარდა, ბოლო 10 დღის განმავლობაში, 55-დან 65%-ზე ავედით, მაგრამ, სასურველია, ეს იყოს 95%. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას და გადადების მაჩვენებელს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ პოზიტივი ჩანს იმაშიც, რომ ე.წ. „რეპლიკაციის“ მაჩვენებელი ქვეყანაში 1-ზე ნაკლებია. ყველა შემზღუდავ ღონისძიებასთან ერთად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექსიტების გაფართოებასაც. ჩვენი სამიზნეა 20 ათასი და თუ ავალთ ამ მაჩვენებელზე, გვექნება ახალი სამიზნე – დღიური ტესტირების კიდევ უფრო გაფართოება. ამ ორი თვის განმავლობაში, დეკემბერ-იანვარში, მაქსიმალურად უნდა გავაფართოვოთ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა, როგორც PCR-ის, ისე ანტიგენზე დამყარებული ტესტებით“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.