“ქართულ მიწაზე ჩემი მომლოცველობის დასასრულს მადლობას ვწირავ უფალს, რომ შესაძლებლობა მომეცა ლოცვაში ჩავღრმავებულიყავ ამ წმინდა ტაძარში და მე მსურს უღმერსი მადლობა მოგახსენოთ, მასპინძლობისათვის, თქვენი ამაღელვებელი დამოწმებისათვისათის რწმენისა, ქართველი ხალხის კეთილი გულისათვის, რომელმაც მე აღმაშენა – ასე მიმართა რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა სვეტიცხოველში შეკრებილ საზოგადოებას.
“საქართველოს ისტორია ძველი წიგნივითაა, რომლის ყოველი გვერდიც მოგვითხრობს წმინდა მოწმაეებზე და ქრისტიანულ ფასეულობებზე, რომლებმაც განმსჭვალეს ერის სული და ჩამოაყალიბეს მისი კულურა, ამასთან ეს ძვირფასი გახსნილობის მიღებისა და ინტეგრაციის ნათელ მაგალითებზე, ეს ფასეულებანი ძვირფასი და მარად ღირებულია ამ მიწისათვის და მთელი რეგიონისათვის, საუნჯეა გამომხატველი ქრისტიანული თვითშეგნებისა, რომელიც ასეთად მაშინ რჩება როცა მყარად ეფუძნება რწმენას და იმავდროულად ყოველთვის ღიაა ურთიერთობისათვის, არასოდეს არის ხისტი და ჩაკეტილი, ეს წმინდა ადგილი შეგვახსენეს რომ ქრისტიანული სახარება საუკუნეების მანძილზე დედაბოძად ედგა ქართულ მეობას, არეულობის დროს მდგრადობას უნარჩუნებდა მას, მაშინაც კი როცა სამწუხაროდ და არც თუ იშვიათად ქვეყანა ყველასგან მიტოვებული და ბედის ანაბარა იყო დარჩენილი, მაგრამ უფალს არასოდეს მიუტოვებია ძვირფასი ქართული მიწა, რამეთუ უფალი ერთგულია ყველა თავისი სიტყვითა და საქმით, შემწეა ყველა დაცემულისა და გამმათავი ყველა წელში მოხრილის”, – განაცხადა პაპმა.
შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე I საქართველოში ვიზიტით გუშინ ჩამოფრინდა და დღეს “დინამოს” სტადიონზე მესა აღავლინა. ამ წუთებში იგი მრევლისთვის სვეტიცხოველში ქადაგებს. ქადაგებას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.