ქედაში, სოფელ ახოში მცხოვრებმა ფატყუმე ბოლქვაძემ კორონავირუსი დაამარცხა. როგორც მისი შვილი, ლეილა ბოლქვაძე ამბობს, 104 წლის ქალმა კოვიდზე სახლში იმკურნალა.
„სახლში გვყავდა. საავადმყოფოში არ წავიყვანეთ, მე ვუკეთებდი გადასხმებს. ტესტი არ გაგვიკეთებია, მაგრამ მე თვითონ ეპიდემიოლოგი ვარ და კოვიდის ყველა სიმპტომი ჰქონდა. დაკარგა ყნოსვის და გემოს შეგრძნება. სუსტად იყო. მაგრამ უკვე დაძლია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდი დაამარცხა“ – ამბობს ლეილა ბოლქვაძე.
წყარო: „გაზეთი ბათუმელები“
კომენტარები