“ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს შტაბის ხელმძღვანელი თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ სოფელ დიდინეძში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ადეკვატური პასუხი მიიღეს.
როგორც გუნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, “დიდინეძში “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ხელმძღვანელი პაპუნა კუკავა გადაადგილდებოდა სახლის მიმართულებით, საკუთარი მანქანით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აგიტაციას ეწეოდნენ, მათ ქონდათ გზა ათვისებული და პაპუნამ მანქანა ვერ გაატარა. თხოვა მათ, რომ გაეტარებინათ, იქედან ცოტა უხეში შეპასუხება მიიღო, უწმაწური სიტყვებით მიმართეს და ბუნებრივია, ადეკვატური პასუხიც მიიღეს, შემდეგ მეზობლები გამოვიდნენ, ამ დროს მოხდა შეხლა–შემოხლა“.
კომენტარები