„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სმს შეტყობინებას აქვეყნებს. რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღის წესრიგს ეხება.
ზურა ჯაფარიძე, რომელიც აცხადებს, რომ დეპუტატის მანდატით პარლამენტში არ შევა, სოციალურ ქსელში პარლამენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ შეტყობინეას, სარკაზმით პასუხობს. “ჩოხით ვაპირებ“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება.
განკარგულების თანახმად, სხდომა 12:00 საათზე დაინიშნა.
კომენტარები