მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პატრიარქის ნაცვლად, მისი მოსაყდრე მეუფე შიო დაესწრება. ის საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, პატრიარქს ხალხმრავალ შეხვედრებს არიდებენ.
შეგახსენებთ, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები