თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექცია 26 919 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი შემთხვევებიდან 5 103 სიმპტომური პაციენტია. ინფიცირების საერთო რაოდენობამ 1 836 728 შეადგინა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“-ს 218 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი, საერთო ჯამში, ქვეყანაში 16 417 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსულინფექციაზე 180 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა. ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1.6 მილიონს აჭარბებს.
კომენტარები