საქართველოში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს კიდევ 49 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების საერთო რიცხვი 2 002 შეადგენს.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსის დამარცხება 2 244-მა პირმა შეძლო, ჯამურად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 171 526-მდე გაიზარდა.
კომენტარები