ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრი მამა ზურაბი თბილისში, კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა.
მას ბორჯომში დღეს, 18 დეკემბერს გადმოასვენებენ. ტაძრის მღვდელმსახურების თქმით, ცხედარს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენებენ.
სასულიერო პირი სამედიცინო დაწესებულებაში 12 დღის წინ, კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს. ამ ხნის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
კომენტარები