ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან შეზღუდვის საათებში, დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთვება, – ამის შესახებ აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს არ შეეხება.
„შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, რომელიც დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციებისმონტაჟსა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა ზოგიერთ ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციები განათების ბოძებზეადაერთებული.
თბილისის გარკვეულ ქუჩებზე დამონტაჟებულია ძველი საახალწლო ილუმინაციების კონსტრუქციები, რომლებსაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი მართვის ფუნქცია, რის გამოც მათი ჩართვა–გამორთვამოხდება გარე განათების ჩართვა–გამორთვისდროს. შესაბამისად, მსგავს ქუჩებზე განათებები არ გაითიშება.
ილუმინაციები და საახალწლო კონსტრუქციები ყოველდღე, შებინდებისას ჩაირთვება, ხოლო 21:00 საათის შემდეგ, იქ, სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობა იქნება, შემდეგი დღის ბოლომდე გაითიშება“, – აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.