კორონავირუსით აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
“3 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით, კრიტიკულ მდგომარეობაში ამ ეტაპზე 42 ინფიცირებული იმყოფება. კლინიკებში მკურნალობას 741 პაციენტი გადის, კოვიდ სასტუმროებში კი 927 პირია მოთავსებული,” – აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე.
აღსანიშნავია, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ქვეყანაში 17 000-მდე ტესტი ჩატარდა, აქედან კორონავირუსი 2904 ადამიანს დაუდასტურდა. დედაქალაქში ინფიცირების 1200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ცხელ წერტილებად, თბილისის შემდეგ, ბათუმი და ქუთაისი რჩება.
კომენტარები