ბიძინა ივანიშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებში ბიუჯეტიდან, 100 მილიონზე მეტი დახარჯა.
“100 მილიონზე მეტი მოვითვალეთ, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებაზე ჰქონდათ დახარჯული. უამრავი ხალხი ჰყავდათ დასაქმებული. ბიზნესიდან წართმეულ ფულს, ჩვენ ფულს, ბიუჯეტიდან მოპარულს, ამაში ხარჯავდნენ. საზოგადოება კიდევ ვერ ერკვევა და ამბობენ, რომ ისინი ცუდები იყვნენ და ესენიც ცუდები არიანო. მათი გადაღებული კადრებიდან, მხოლოდ ერთი გაავრცელა გელა ხვედელიძემ, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა სამწუხაროდ და ჩვენ გავწირეთ ეს კაცი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
კომენტარები