საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მასსა და “რუსთავი 2 “- ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან და გვარამიას მიერ აღნიშნულ თემაზე გაკეთებულ განცხადებაზე, “კვირასთან“ კომენტარს აკეთებს. მამუკა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ ბოდიში უნდა მოიხადოს.
“მსგავს საკითხზე შესაძლოა, ჩვეულებრივ სიტუაციაში შევხვდით და ვისაუბრეთ, ვინ რა ინტერპრეტაციას მისცემს და ვისი მოთხოვნით რა იყო, ეს ცალკე საკითხია, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოიხადოს ამ ადამიანმა. მართალია, მას უფლება აქვს კანონით, თავისი საუბარი ჩაიწეროს, მაგრამ როცა სხვა ადამიანსაც ეხება, მინიმუმ დღეს მაინც უნდა მოეხადა ბოდიში. მე ამ ჩანაწერში იმ ტექსტებზე ვსაუბრობ, რა განცხადებებსაც მედიით ვაკეთებდი“, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა “კვირასთან” საუბრისას.
რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან, მამუკა ახვლედიანთან გამართული საუბრის ჩანაწერი მისი გაკეთებულია.
ამის შესახებ გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,