ექსპერტი ამირან სალუქვაძე შსს-ს მიერ ნარკორეალიზატორების დაკავებას ეხმაურება.
“ფონიჭალაში ვინმეს უფლებები ხომ არ დაირღვა? სად არიან პარალელური გამომძიებლები?
▪️ამოღებულია:
– 89კგ ჰეროინი;
– 1კგ კოკაინი;
– 7 ათასი ცალი სუბოტექსი;
– 7კგ ახალი ფსიქოტროპული ნარკოტიკი თავისი ონლაინ მაღაზიაბიან- ბარიგებიანად.
▪️ეს ფონიჭალა რა აუღებელი ბუდეა?! კარანტინი ხომ არ გამოვაცხადოთ, მანამ, სანამ სრულად არ გასუფთავდება?! ქვეყანას წამლავენ!
▪️ახლა სხედან პარლამენტში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და კულტივაციასა და ნარკოტიკის შემოტანაზე საუბრობენ, იქნებ ამნისტია შევახოთო. თქვენ გამოუშვით და მერე შსს-მ სდიოს.
▪️რაღამც ამნისტია ვახსენე, იქნებ ქალები და არასრულწლოვნები მეტად მოიცვათ და მოახვედროთ?!
▪️გაფართოებისკენ ძალიანაც ნუ გაიქაჩებით. გაგეპარებათ ისეთები, რომელთა გამოც პრობლემები შეიქმნება. სჯობს ნაკლები მოცულობა იყოს და ხარისხიანად გააკეთოთ.” – წერს სალუქვაძე.