ახალ წელს მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ორი არასრულწლოვანი გოგონა, ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი გოგონები მარიამ სოლოღაშვილი და მარიამ ზაკალაშვილები არიან. მოცეკვავე მზია ორველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ისინი მისი მოსწავლეები იყვნენ.
„ჩემი ორი თოჯინა, როგორ უნდა ვიყო უთქვენოდ მე დღეს თქვენთან ერთად გამიჩერდა გული აღარ მინდა ამ უსამართლო ცხოვრებას ვუყურო. მიყვარხართ ჩემო ლამაზებოო” – წერს ორველაშვილი.
კომენტარები