ჩვენ ძალიან მძიმე მეორე ტალღა გავიარეთ და არ ვისურვებდი, რომ ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ასეთი მძიმე მესამე ტალღა გაიაროს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენთან სიტუაცია სტაბილიზირდება და ყველა მაჩვენებელი მცირდება. მესმის ყველას მდგომარეობა, რესტორნების, სამთო ბიზნესის, მაგრამ ჩვენ რომ ყველაფერი ერთიანად გავხსნათ, იგივე იქნება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. მე ამას არ ვისურვებდი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები
