სამწუხაროა, თუ 20 ივნისის აქციისას დაზარალებულ მაკო გომურის მკურნალობის თანხებთან დაკავშირებით რაიმე სახის უხერხულობა შეიქმნა, – ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი თავად მაკო გომურის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას თვალის პროთეზი სტკივა და დახმარებას არ უწევენ.
მაია ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მაკო გომურს, ასევე სხვა დაზარალებულებს, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ეხმარებოდნენ და ეს პროგრამა გაგრძელდება.
„როგორც იცით, მაკო გომურის მკურნალობის კურსი დაფინანსდა. რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ვეხმარებოდით მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა და დახმარების პროგრამა გაგრძელდება. ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა იყო“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.