თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განცხადა.
მისი თქმით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული დადებითობის მაჩვენებელი და მოსახლეობა არსებულ პროგრესს უნდა მოუფრთხილდეს.
„მეორე ტალღის პიკი ჩვენ გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87 პროცენტის ფარგლებშია, ნოემბერ-დეკემბერში კი გვქონდა 25-30 პროცენტი, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა. მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს გადავსებული ავტობუსები, სჯობს, გარკვეული პერიოდი დაველოდოთ მეორე ავტობუსს, ვიდრე ავიდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.