საქართველოს პირველმა არხმა ცნობილ ტელეწამყვანს, დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნა.
დავით სოკოლოვის ვარსკვლავი მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ გაიხსნა. ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ეხმიანება.
“დღეს ვარ უბედნიერესი! ჩემს უფროს მეგობარს და კოლეგას დავით სოკოლოვს დამსახურებული ვარსკვლავი გაუხსნეს მთაწმინდის პარკში-სატელევიზიო ანძის მიმდებარედ
მადლობების დრო დადგა! იმ მადლობების რომელსაც ის ადამიანები სინამდვილეში არც ელოდებიან მაგრამ აუცილებელია რომ ხმამაღლა ვუთხრათ!
მადლობის ადრესატები არიან:
პირველი არხის დირექტორი თიკო ბერძენიშვილი, რუსუდან მანჯგალაძე, ბონდო მძინარაშვილი, დავით ოქიტაშვილი.
ამ ადამიანების დამსახურებით კიაფობს ახლა მთაწმინდის პარკში დავით სოკოლოვის ვარსკვლავი.
მაგდა ბურდილაძე, ნინა სოკოლოვა და ბატონი დავითის ოჯახის სხვა წევრები, ჩემი მეგობარი გიორგი გასვიანი…
არ ჩამოვწერ, ვინ როდის და რა გააკეთა იმისთვის, რომ ყველაფერი ასე ბედნიერად დასრულებულიყო. უბრალოდ ვახსენებ მათ და ვეტყვი ძალიან, ძალიან დიდი მადლობას, რომ არიან ისეთები, როგორებიც არიან და უხმაუროდ აკეთებენ უდიდეს სიკეთეებს!
დიდი მადლობა ყველას, ვისაც გაგიხარდათ და გიყვართ ბატონი დავით სოკოლოვი”, – წერს მაკა რაზმაძე.