სომხეთში რამდენიმეწუთიანი ინტერვალით სამი მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის საიტზეა მითითებული.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, თავდაპირველად მოხდა 5,2 მაგნიტუდის, შემდეგ 3,8 და 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრები.
მიწისძვრების ეპიცენტრები საქართველოდან შესაბამისად 81, 80 და 79 კილომეტრებით იყო დაშორებული.
კომენტარები