რაც დაწესებულია, ყველა რეგულაციას შევასრულებთ და ემატება ერთი ახალი რეგულაცია, ეს არის ტესტირება მეწარმეებისა და თანამშრომლების, – ამის შესახებ „ლილო“ მოლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ორ კვირაში ერთხელ მეწარმეებისა და თანამშრომლების სრული ოდენობის 20 %-ი ტესტირება მოხდება.
„რაც იყო დაწესებული, ყველა რეგულაციას შევასრულებთ და ემატება ერთი ახალი რეგულაცია, ეს არის ტესტირება მეწარმეებისა და თანამშრომლების. ორ კვირაში ერთხელ 20 %-ი სრული ოდენობის. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ვაკონტროლოთ“, – განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.
კომენტარები