ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“1. ნაციონალური მოძრაობა, ლელო, გირჩი და სხვები, ვინც ხართ ორგანიზატორები, უკვე მერამდენედ ამჟღავნებთ ამ პანდემიის დროს, რომ ებრძვით საზოგადოების და სახელმწიფოს უსაფრთხოებას. მარგინალები ხართ!
2. ხელისუფლება, რატომ არ იღებთ ზომებს. კანონი ყველასათვის ერთნაირადაა დაწერილი. სულ ახლახანს საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში წყლის ჭავლით დაშალეს მსგავსი აქციები, რომლებიც ასევე კომენდატის საათის წინააღმდეგ იყო მიმართული?
3. მთელ ევროპაშია ანალოგიური და უფრო მკაცრი მოთხოვნები. ეს მარგინალი პოლიტიკოსები ამბობენ გაუმართლებელიაო. მაგიტომ არ ხართ ხელისუფლების ღირსნი, ხალხიც და სახელმწიფოც ფეხებზე გკიდიათ.” – წერს სალუქვაძე.
კომენტარები