მომღერალი მერაბ სეფაშვილი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს. მისი თქმით, ქვეყანაში არარეალური ვითარებაა შექმნილი, ხოლო მთავრობას პრობლემების მოგვარების გეგმა არ აქვს.
მომღერალი საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდებს.
“რაღაც არარეალურ სამყაროში ვართ, ჩვენ რომ გვქონდეს ამ რეალობის აღქმა, ასე წყნარად არ ვიჯდებოდით, მოქმედებაა საჭირო, უნდა მოვითხოვოთ, კი არ ვთხოვოთ, უნდა მოვითხოვოთ.
სად არის[გეგმა], რა გეგმაზეა საუბარი, ან რატომ მკეტავ, ან რატომ მხსნი, ისევ უნდა დამკეტო, ზუსტად ვიცი.
2-3 კვირაში იტყვიან, ხომ ვამბობდით, აი მოიმატაო, ან ის ციფრები ვინ უნდა გააკონტროლოს, მე რა ვიცი, მოიმატა? იქამდე მივიდა ხალხი, რომ აღარ სჯერა ამ სათამაშო თოჯინების”, – განაცხადა მერაბ სეფაშვილმა “ტვპირველის” ეთერში.
“პრაიმ ტაიმი”
კომენტარები