განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ სკოლებში უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი წესებია გაწერილი.
„ყველა სკოლა არის აღჭურვილი საჭირო რესურსებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის რეკომენდებული.
უსაფრთხოების მიზნით არის გაწერილი შესაბამისი წესები. განათლების სამინისტრო მშობლებს არჩევანის საშუალებას აძლევს, რაც იმას გულისხმობს, თუ მშობელს აქვს სურვილი, საკუთარი შვილი დატოვოს დისტანციური სწავლების ფორმატზე, უნდა მიმართოს სკოლას განცხადებით ან დარეგისტრირდეს შესაბამის ვებგვერდზე.
რაც შეეხება სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგს, ამ თემასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო უშუალოდ არის ჩართული, მუნიციპალურ დონეზე საგანმანათლებლო რესურსცენტრები განახორციელებენ ყოველდღიურ მონიტორინგს“, – აცხადებს დგებუაძე.
15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.