თბილისის მინუციპალური ტრანსპორტი მგზავრთა მისაღებად ემზადება.
მეტროსადგურებსა და ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
უკვე ცნობილია, რომ ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში ჩაუტარდება.
„სატრანსპორტი კომპანია სრულ მზადყოფნაშია იმისათვის რომ ორშაბათიდან დილის 06:00 საათიდან მგზავრებს მოემსახუროს, როგორც მეტრო, ისე მუნიციპალური ავტობუსები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა მეტროსადგურის, ასევე ყველა მოძრავი შემადგენლობის, ავტობუსების დეზინფექცია. დეზინფექცია ხორციელდება ჯანმრთელობის მსფოლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო ხსნარებით. მათი დეზინფექცია გაგრძელდება ყოველ ღამე სანამ ხაზზე გამოვა ავტობუსები და მეტროს მოძრავი შემადგენლობა. მხოლოდ ერთი შეზღუდვა რჩება, ყველა მგზავრი უნდა იყოს პირბადით, რასაც მეტროს თანამშრომლები და მეტროს პატრული გააკონტროლებს, არც ერთი მგზავრი არ დაიშვება თუ არ ექნება პირბადე. ავტობუსი კი არ დაიძრება ადგილიდან თუ რომელიმე მგზავრს არ ექნება პირბადე. მეტრო და ავტობუსი 21:00-მდე იმუშავებს“,-განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ.