საქართველოს პრეზიდენტმა ხმა მრავალპარტიულ პარლამენტს მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ოლქის მე-6 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„პირველ რიგში მინდა მივულოცო ქართულ საზოგადოებას დღევანდელი დღე და მოვუწოდო აქტიურობისაკენ. დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს სიძლიერისკენ და დემოკრატიულობისკენ. მე მიხარია, რომ ჩემს საარჩევნო უბანზე არის ხალხმრავლობა და სიმშვიდე. მე მივეცი ხმა მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მრავალი ჯანსაღი და საქართველოზე მოფიქრალი პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე მშობლებთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა.
კომენტარები