მოსანანიებელი არაფერი მქონდა, თუმცა დავემორჩილე პატრიარქის უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებას გაჟღერებულს სინოდის სხდომაზე, რომ შფოთი არ შექმნილიყო ეკლესიასა და ერში, – ამის შესახებ „ტვ.პირველის“ ეთერში ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა.
„მე ვიმყოფები მონასტერში და ვდგავარ იგივე პოზიციაზე, რომ საუბედუროდ, ქართველ ერს და ეკლესიის წმინდა სინოდს მართავს უმძიმესი ცოდვით შეპყრობილი ადამიანი, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდეს ეკლესია. არაფერი გამოსწორდება პოლიტიკაშიც, ვიდრე ეკლესია როგორც სული ერისა დაავადებულია და მას სჭირდება მკურნალობა. როგორც დავით აღმაშენებელმა დაიწყო ეკლესიის განწმენდა-გაჯანსაღებით და საოცარ ფიზიკურ და სულიერ სიმაღლეზე აიყვანა, ჩვენც წინაპართა მიერ გაკვალული გზა უნდა გავიაროთ“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.