ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მიკრორაიონის პირველ კვარტალში, ე.წ. არაშენდას კორპუსში ორი ამორტიზებული ლიფტი კაპიტალურად რეაბილიტირდა.
პროექტის ფარგლებში, ორივე ლიფტში ახალი კაბინები დამონტაჟდა, შეიცვალა ამწე მექანიზმი, ასევე, მართვისა და უსაფრთხოების ახალი სისტემა მოეწყო.
ახალი ლიფტებით 300-ზე მეტი ოჯახი სარგებლობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 73 269 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
კომენტარები