ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ცხრაფონასა და წყავროკაში ორ თვიანი კარანტინი დაწესდება. მიზეზი ცოფის შემთხვევებია.
კარანტინი ეხება შინაური ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას. ასევე იკრძალება ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზაცია. ამასთან, სოფლები შინაური ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია დაიწყება.
ინფიცირების წყარო ამჯერადაც ტურაა. წყავროკაში ტურამ ძაღლი დაკბინა. კვლევის შედეგად ცოფის შემთხვევა დადასტურდა. ასევე ცოფის შემთხვევა დადასტურდა სოფელ ცხრაფონაშიც, სადაც ტურის ლეში იპოვეს.
კომენტარები