მუნიციპალიტეტი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ მივცეთ კვების ობიექტებს უკეთესი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების საშუალება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
„პანდემიის დროს, ამ საშეღავათო პერიოდს, ჩვენი განცხადება ეხებოდა იმას, რომ კვების ობიექტებს, სადაც მათ მიმდებარედ არის მუნიციპალური სივრცე, რომელიც შესაძლებელია მათ საქმიანობისთვის გამოიყენონ, მოგვმართავენ და ისინი მიიღებენ შეღავათიან ფასად, უფრო სწორად, სიმბოლურ ფასად, რომ მატ საქმიანობას გარკვეული დახმარება აღმოუჩინოს მუნიციპალიტეტმა. მომართვიანობა რა თქმა უნდა არის, თუმცა ახლა ციფრების დასახელება გამიჭირდება“, – განაცხადა ხმალაძემ.
ამასთან, ვიცე-მერმა განმარტა, რომ იმ ღია სივრცეებში სადაც ქვეითის უფლებები არ დაირღვევა, კვების ობიექტებისთვის ეკონომიკური საქმიანობა დაშვებული იქნება.
15 თებერვლიდან შაბათ-კვირის გარდა კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ.