დღეში ერთი ან მეტი ჭიქა შავი ყავის მოხმარება გულის უკმარისობის რისკს ამცირებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობთ, ასეთ დასკვნამდე ამერიკის გულის ასოციაცია 3 მასშტაბური კვლევის შედეგების შეჯამების შემდეგ მივიდა. სულ კვლევებში 21 ათასი ამერიკელი მონაწილეობდა, ერთ-ერთი მათგანი კი 72 წლის განმავლობაში ტარდებოდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის მსმელებს შორის გულის უკმარისობის რისკი 5-დან 12%-დე ნაკლებია იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ყავას არ სვამს. თუ ადამიანი დღეში 2 ჭიქა ყავას მიირთმევს, ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ სარგებელი მხოლოდ შავ, უშაქრო ყავას მოაქვს, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამასთან, გულის უკმარისობის რისკს არც უკოფეინო ყავა ამცირებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები მათთვის გასაკვირი აღმოჩნდა.
ამასთან, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ამზადებთ ყავას. ფილტრიანი ყავის აპარატებისგან განსხვავებით, ფრანგული პრესი, თურქული და ხსნადი ყავის მოსამზადებელი მოწყობილობები ვერ აკავებენ შენაერთს სახელწოდებით „კაფესტოლი“, რომელსაც ქოლესტეროლის დონის გაზრდა შეუძლია.