საზოგადოებრივი ზონალურ-პარკირების გადასახადი 10 თებერვლიდან აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება შეჩერდა პანდემიის გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაც არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, ავტომფლობელებს არ უწევდათ საათობრივი საფასურის გადახდა.
დღეიდან კი ზონალურ-საათობრივი პარკირება კვლავ ამოქმედდა იმ არეალებში, რომლებიც აქამდე იყო განსაზღვრული. კერძოდ, ორბელიანის მოედანზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე, აბანოთუბანში, პეკინის გამზირზე, მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეულ ნაწილსა და ვაკის რაიონში.
ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით, 27 ნოემბრიდან იყო შეჩერებული. მერიის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტას უკავშირდებოდა და ძალაში იქნებოდა მანამდე, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ განახლდებოდა.