საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრის დირექტორმა გიორგი თევზაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს თეატრის მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება გაუზიარეს. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში თეატრის წინაშე არსებულ არაერთ გამოწვევას.
კომენტარები