მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე საკუთრ არჩევანს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. ექსპრემიერი საარჩევნო უბანზე ამ წუთებში ოჯახთან ერთად იმყოფება. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“თავისუფლების, სწრაფი განვითარების და კეღილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი. რატომ არის განსაკუთრებული დღევანდელი არცევნები? მოსახელობის უდიდესმა ნაწილი მოახერხებს და გააკეთება არჩევანს გონებით და არა ემოციებით, გააზრებულად. ძალიან მნიშვნელოვანია აქტივობა და ყველაზე განმსაზღვრელი მაინც ის არის, რომ მოსახლეობა გონებით აკეთებს არჩევანს”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
კომენტარები