მე დღეს გავაკეთე არჩევანი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
„ნადვილად ვიზიარებ იმ შეფასებას, რომ წელს გვაქვს უპრეცედენტოდ მშვიდი არჩევნები და მე, ჩემს მეუღლესთან ერთად, დღეს გავაკეთე არჩევანი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, პირველ რიგში, თავისუფლებას, სტაბილურობას და წინსვლას. ეს არის ჩვენი მოსახლეობის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.
კომენტარები