მომღერალი ნინი შერმანდინი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და სასწაულის შესახებ საუბრობს, რომელიც საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს უკავშირდება.
„მინდა მოგითხროთ ხილული სასწაულის შესახებ, რაც ჩემს თვალწინ მოხდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს უწმინდესთან ჩემმა ძმამ დამირეკა და ძალიან მთხოვა უწმინდესისთვის შემეხვედრებინა მისი მეგობარი, რომელსაც ლიმფო სარკომა ჰქონდა. მეორე დღეს თურქეთში მიფრინავდა და უნდოდა მისი ლოცვა-კურთხევით წასულიყო.
მივედი და მორიდებით ვთხოვე, თუ შეიძლება რომ მოვიდეს-თქო. მოიყვანოსო, მითხრა. ინსულინი იქვე გააკეთებინა დედაოს და დაელოდა როდის მოვიდოდა ახალგაზრდა. დაიჩოქეო, უთხრა. თავზე ხელი დაადო და ღმერთო, უშველეო! თავისი ლამაზი და სუფთა თვალებით ახედა მაცხოვრის ხატს. აცხო მირონი და ნაკურთხი წყალი. მოუბრუნდა და, კარგად იქნები, შვილოო.
ჩავიდა თურქეთში და სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. დღეს ცოლ-შვილი ჰყავს და ბევრზე ჯანმრთელია! რწმენას ბევრი რამ შეუძლია. რწმენით შეგიძლია განიკურნო. მე კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო უწმინდესზე, მაგრამ ჩემი დაცვა არ სჭირდება.
უბრალოდ ძალიან სამარცხვინოები ხართ ვინც ღმერთზე, სარწმუნოებაზე და ღვაწლმოსილ ბერებზე და სასულიერო პირებზე ღადაობთ! უწმინდესს არ აკლდება ამით არაფერი, რაც უფრო დაამდაბლებენ, ამით უფრო იწმინდება მისი ისედაც ძალიან წმინდა სული! თქვენ თავს მიხედეთ ჯობია. თქვენ სულზე იზრუნეთ და სხვას მოევლება“, – წერს ნინი შერმანდინი.