ოთხი თვის შემდეგ, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მასშტაბით, სკოლის ზარი დღეს პორველად დაირეკა. სამივე ქალაქში სწავლა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. კერძოდ, ყველა ზრდასრულ პირს მოეთხოვება პირბადის გამოყენება, მოსწავლეებიდან კი მხოლოდ მე-5 დან მე-12 კლასებში იქნება სავალდებულო. იმ შემთვევაში, თუ მოეწავლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მშობელმა დირექციას, გამონაკლისის დაშვების მიზნით, ოფიციალური განცხსადებით უნდა მიმართოს.
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, სხვა დიდი ქალაქების მსგავსად, მშობლებს ყოველ ოთხშაბათს დისტაციურ მეთოდზე არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. სასწავლო პროცესის დაწყებისას, თბილისის 155-ე საჯარო სკოლაში უსაფრთოხოების ნორმების გაცნობის მიზნით განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე იმყოფებოდა.
„როგორც იცით, გამნახლდა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, თბილისში, ქუთაისში და რუსთავში. მიმდინარეობს მონიტორინგი, უშუალოდ ვართ ჩართული მონიტორინგის პროცესში. სკოლა მზად არის იმისთვის, რომ ყველა წესი დაიცავს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის განსხვავებული წესები, რომლებიც განისაზღვრა მოსწავლებიისთვის. ეს არის არჩევანის გაკეთება დისტანციურ სწავლებასა და დასწრებით სწავლებას შორის, გამონაკლისები პირბადის ტარებასა და სავალდებულო ტარება მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით. სკოლამ მოახერხა ის, რომ დაეორგანიზებინა ყველა პროცესი, რეგულაცია, რომელიც მოცემულია განათლების სამინისტროს მხრიდან. ვულოცავ მოსწავლეებს სკოლაში დაბრუნებას. კიდევ ერთხელ მივმართავ მშობლებს და ვთხოვ, ყველა წესი, რომელიც არის განსაზღვრული სასწავლო პროცესის დროს, იყოს დაცული და ვიმუშაოთ ერთობლივად ცნობიერების ამაღლებაზე. ასევე, სკოლის ადმინისტრაციას, რომ ყველა რეგულაცია იყოს შესრულებული, რაც არის პრევენცია თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.