საინფორმაციო სააგენტო “კვირას” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს მოქალაქე ნოდარ ჩაჩანიძე, როგორ ცდილობს პროვოკაციის მოწყობას პოლიციის განყოფილებაში, სადაც ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფებიან “კვირას” ის თანამშრომლები, რომლებსაც გუშინ თავს დაესხნენ.
“ეს სამარცხვინო შოუ ამ წუთას ნოდარ ჩაჩანიძემ ჭიათურის პოლიციის შენობასთან დადგა.
დგას და ქალივით წივის, მე რატომ ვარ ამ შენობაში.
მე ვარ იმ კვირას რედაქტორი, რომლის ჟურნალისტებიც ვიღაც ნაძირლებმა წუხელ ცემეს! დიახ, მე ვარ იქ, სადაც ჩემი გუნდია და უკვე რამდენიმე საათია დერეფანში ველოდები როდის დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები…არცერთი წუთით არ დამიტოვებია ანუკა ლიპარიშვილი და Sandro Vashakidze და არც ვაპირებ!
ვინც ფიქრობს, რომ ასე მოქცევა არასწორია, თავის “სწორ” ცხოვრებას მიხედოს!
რაც შეეხება იმას, რომ მე ვარ ამავდროულად “ჯორჯიან მანგანეზის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დიახ, მე ამ უმნიშვნელოვანესი საწარმოს დიდი ოჯახის წევრი ვარ და მეამაყება ყველა ის საქმე, რომელიც ჩემს კომპანიაში მიკეთებია!
რაც შეეხება ნოდარ ჩაჩანიძეს, ის ერთ _ ერთი იმათთაგანია, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტისთვის ჯიემისგან ფულს იღებდა და რატომღაც მაშინ ძალიან მოსწონდა “ჯორჯიან მანგანეზი”…ასევე მოსწონდა ოცნებაც, მერე უფრო ლელო და ნაცები და ახლა ყველა ის, ვინც ფულს გადაუხდის!
შენშვის აუცილებლად მოვიცლი ნოდარ და თაღლითებთან ერთად შენს მაქინაციურ სქემებზეც მოვყვები, აქვე, ღიად!
მანამდე კი ცოტა ხანი არ მცალია, ჩემი გუნდის, ჩემი ჟურნალისტების გვერდით ვარ და ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია!
მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ!”