„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროცნული კონგრესის თავმჯდომარე“ ალი ბაბაევი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება და მოსახლეობას მიმართავს არ აყვნენ პროვოკაციას.
ალი ბაბაევი ამომრჩეველს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„აღშფოთებული ვარ იმ ფაქტის გამო რაც ხდება მარნეულში. მივმართავ იმ მორწმუნე ადამიანებს არ აყვნენ პროვოკაციას და გაიაზრონ რას ჩადიან. მთელს საქართველოში საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ყველგან მშვიდ ვითარებაში. მოვიარე 5 რეგიონი დასახლებული აზერბაიჯანული მოსახლეობით და ამაყი ვარ იმ ხალხის თანადგომით. მოეგეთ გონს და ხელს ნუ უშლით არჩევნების ჩატარებას, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისაკენ და ნუ გახდებით პროვოკაციის მსხვერპლი“, – აცხადებს ალი ბაბაევი.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ტერიტორია სპეცრაზმმა და პოლიციამ დაიკავა. ამ დროისთვის 48-ე უბნის ტერიტორიაზე სიმშვიდეა.
ალი ბაბაევი – მოეგეთ გონს და ხელს ნუ უშლით არჩევნების ჩატარებას
2016/10/08 19:39:34
ნანახია: 1885 ჯერ